ახალი კორონავირუსი საქართველოში

აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს, არხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრანსლირება მოხდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების გამო არხი დროებით წყვეტს მაუწყებლობას. მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის თქმით, არხზე საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება. ჯერ ცნობილი არ არის, რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულს.

"ამ წუთისთვის მაუწყებელში შესვლა არის შეჩერებული. დაიწყება თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაუწყებლობის ხელმძღვანელობამ ჩავთვალეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა. ამ წუთიდან უკვე ჩართულია საქართველოს პირველი არხი და მოხდება საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება, ვიდრე არ იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები.

ჯერ უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულს". – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტელევიზიაში ეპიდემიოლოგებმა დღეს დილიდან დაიწყეს პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების შესრულება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები