გაეროს რეზოლუცია

დეგნანი გაეროს რეზოლუციაზე: საქართველოს სიტუაცია საერთაშორისო საზოგადოებას აწუხებს

ეს იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს ეს სიტუაცია, იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა და სტატუსი აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას. მათთვის ეს შეშფოთების საგანია. ამ საკითხის გარშემო ცნობადობა იზრდება.

რაც შეეხება ამ სიტუაციაში ქმედით ნაბიჯებს, აუცილებელია, რუსეთმა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. გაიყვანოს საკუთარი ჯარები კონფლიქტის ტერიტორიიდან და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს იქნება საწყისი ეტაპი იმ ადამიანთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის შესახებ, რომელიც გაერომ 3 სექტემბერს მიიღო. წელს რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა 84 სახელმწიფომდე გაიზარდა. [გამოყენებულია რუსთავი 2-ის თარგმანი].

კომენტარები