ფილარმონიასთან ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა – ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.