აფეთქება ფილარმონიასთან

კლუბ "დეჟავუსთან" აფეთქებისას გარდაცვლილია მუშა, დაშავდა გამვლელი, თანამშრომელი და მუშა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, კლუბ "დეჟავუსთან" მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულია სამი პირი. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

რამდენიმე საათის წინ ფილარმონიასთან, კლუბ "დეჟავუსთან" სარემონტო სამუშაოებისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გარდაცვლილია მუშა. დაშავებულთა შორის ერთი გამვლელია, ერთი -  კლუბის თანამშრომელი, ხოლო ერთი - მუშა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები