არჩევნები 2020

ლელომ 4 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

ლელო

დღეს, 4 სექტემბერს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ლელო საქართველოსთვის 4 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა 

ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური საბჭოს გაფართოებული შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის 4 კანდიდატი წარადგინა. სხდომას ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყველა ოლქიდან და პოლიტიკური საბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლელოს ახლა უკვე 29 ოლქში ჰყავს. დღეს დასახელდა კანდიდატები, რომლებიც პარტიამ დარჩენილ 4 ოლქში წარადგინა: 

  • გიორგი ჭელიძე - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • სოცგარ პუთულიანი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • თამარ ბელქანია - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 
  • ირაკლი ტალახაძე - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

მამუკა ხაზარაძემ ლელოს „მარშალის გეგმაზეც“ ისაუბრა, რომელსაც საზოგადოებას 5 სექტემბერს გააცნობს და რომელიც ქვეყნის რეკონსტრუქციის პროგრამას ისახავს მიზნად.

კომენტარები