ნავალნის მოწამვლა

NATO რუსეთს მოუწოდებს, "ნოვიჩოკზე" სრული ინფორმაცია შესაბამის ორგანიზაციას გადასცეს

northcountrypublicradio

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის მიუკერძოებელი გამოძიებისთვის.

პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გერმანიის მიერ ჩატარებული გამოკვევები ადასტურებს, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს. მან მოუწოდა რუსეთს, გაასაჯაროოს "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიურ აგენტებზე არსებული ინფორმაცია და გადასცეს ის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას.

​"ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება აჩვენებს ადამიანების სიცოცხლის სრულ უპატივცემულობას და წარმოადგენს საერთაშორისო ნორმებისა და წესების დაუშვებელ დარღვევას." - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ნავალნის მოწამვლა სტოლტენბერგმა "ძირითად დემოკრატიულ უფლებებზე" თავდასხმად შეაფასა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს კონსულტაციებს იმ საკითხებზე, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამვლის საპასუხოდ. სტოლტენბერგის თქმით ნავალნის შემთხვევა განსხვავდება სერგეი და იულია სკრიპალებზე თავდასხმისგან, ვინაიდან ალექსეი ნავალნი რუსეთში მოწამლეს და არა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე.

კომენტარები