კორონავირუსი აშშ-ში

დუეინ ჯონსონს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ამერიკელ მსახიობს დუეინ ჯონსონს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად მსახიობმა გაავრცელა.

"სამწუხაროდ მე, ჩემს ცოლს და ორივე შვილს კორონავირუსი დაგვიდასტურდა. ოჯახს ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ახლა უკეთ ვართ". – ამბობს ვიდეომიმართვაში ჯონსონი.

ჯონსონის გარდა ახალი კორონავირუსი ტომ ჰენქსმა, მელ გიბსონმა, ბრაიან კრენსტონმა, იდრის ელბამ და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა გადაიტანეს. 

 

კომენტარები