ახალი კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, გააკონტროლონ ტრანსპორტში პირბადით მგზავრობა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შესაბამის სამსახურებს მიმართა, გააკონტროლონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით მგზავრობა.

"მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას". – ამბობს კალაძე.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 – ბოლო 24 საათში. აქედან 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯამში 15-მდე პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით არ იციან. აქედან 5 ახალი შემთხვევებიდანაა.

კომენტარები