ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქვრივიშვილი: საკარანტინო სასტუმროებში გათბობის ჩართვის გამო გადაიხედება ტარიფები

GHN.GE

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კარანტინის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო სასტუმროში განთავსების ტარიფი დღე-ღამეში 50 ლარია, მაგრამ განსხვავებული კლიმატური პირობების გამო, საჭიროა გათბობის ჩართვა და ტარიფების გადახედვა. 

"სახელმწიფოს აქვს ფიქსირებული ტარიფი, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურებს საქართველოს მოქალაქეების განთავსებას [საკარანტინო სასტუმროში], სამჯერად კვებას და პირადი ჰიგიენის ნივთების არსებობას ოთახებში. 

ტარიფები გამჭვირვალეა და გულისხმობს დღე-ღამეში 50 ლარს. იქიდან გამომდინარე, რომ განსხვავებული კლიმატური პირობები არსებობდეს. მაგალითად, გუდაურში არსებულ სასტუმროებს უკვე უწევთ გათბობა ჩართონ სექტემბრის დასაწყისიდან, ეს დაკავშირებულია განსხვავებულ საოპერაციო ხარჯებთან. ჩვენ ვცდილობთ, საჭიროების და არგუმენტის შემთხვევაში იყოს გადახედილი პირობები, რომ სასტუმრომ შეძლოს კარანტინის პროექტში ჩართვა და ოპერირება". – თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 - ბოლო 24 საათში. აქედან 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები