ცნობილი ადამიანები

ჩენინგ ტატუმმა დაწერა საბავშვო წიგნი, რომელიც თავის 7 წლის შვილს მიუძღვნა

Getty Images

ჩენინგ ტატუმმა დაწერა საბავშვო წიგნი -The One and Only Sparkella და ის თავის 7 წლის ქალიშვილს მიუძღვნა.

ამის შესახებ ამერიკელმა მსახიობმა Instagram-ზე დაპოსტა.

"ხალხო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის კარანტინი უცნაური პერიოდი იყო. უეცრად აღმოვაჩინე, რომ ჩემი 7 წლის შვილის ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. და ჩემში ბავშვი მყავდა ნაპოვნი. ასე რომ, ეს არის ის, რაც ჩემი გოგოსთვის შევქმენი." – წერს ტატუმი.

მან პოსტში ასევე დაწერა, რომ სურს თავის შვილთან ერთად მეტი დრო გაატაროს.

"წიგნი ყველა იმ მამისთვის არის, რომელსაც, შესაძლოა, გოგო ეყოლოს. ჩაიცვით ნებისმიერი რამე, იცეკვეთ როგორც გინდათ, იყავით მაქსიმალურად მაგიურები. იმიტომ რომ ისინი აუცილებლად დაგიბრუნებენ სიყვარულს." – წერს ტატუმი.

წიგნი პატარა გოგო Ella-ზეა, რომელსაც ბრჭყვიალა ნივთები მოსწონს და სკოლაში დისკო ბურთის ფეხსაცმელების ჩაცმის გამო შენიშვნებს იღებს. თუმცა, მისი მხარდამჭერი მამამისია.

The One and Only Sparkella 2021 წელს გამოვა.

კომენტარები