არჩევნები 2020

მდინარაძე: სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა, რა შევუკვეთეთ - რა ჩამოვიდა

ტაბულა

"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა, რა შევუკვეთეთ - რა ჩამოვიდა, მე მგონი კომენტარი არ არის ამაზე საჭირო". – ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, მამუკა მდინარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეზე, რომელიც წინასაარჩევნოდ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა.

"მე მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს, ტრაბზონში იყო თუ არ ვცდები, თურქეთიდან რომ შემოდიოდა ეს ადამიანი, ვიდეომიმართვა გაავრცელა და ის ნახოს და ვფიქრობ, შემდეგ ლევან ვარშალომიძის შანსებზე აჭარაში კომენტარიც აღარ იქნება საჭირო". – ამბობს მდინარაძე.

გუშინ, 30 აგვისტოს, ლევან ვარშალომიძემ ტრაპიზონიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან საქართველოში დაბრუნება დაანონსა, – "მე ახლა ვარ ტრაპიზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული რუსული ოცნება". – თქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ეროვნული საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004-დან 2012 წლამდე იკავებდა.

2015 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ლევან ვარშალომიძე თავის მრჩევლად დანიშნა.

კომენტარები