ბორჯომ-ხარაგაულის პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე- მაშველებმა ხანძრის ეპიცენტრთან ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება შეძლეს და ხანძარი ჩააქრეს.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებს რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდნენ. მათივე ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი 4 ჰექტარ ფართობზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები