ბორჯომი

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ხევში გადავარდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები