ხაშური

ხაშურში 2 ახალგაზრდა კაცი ჭაში გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურში, სოფელ ალიში, ორი ახალგაზრდა კაცი სასმელი წყლის ჭაში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდები ჭაში გასაწმენდად ჩავიდნენ. ცხედრები უკვე ამოასვენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები