თბილისი ენერჯი

მანქანის შეჯახების გამო ფონიჭალაში 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ცნობით, ავტომანქანის შეჯახების გამო ფონიჭალაში ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა.

4000 მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

კერძოდ:

გაზის მიწოდება შეუწყდა რუსთავის გზ. 3, 6, 8, 10, 12, 12 ,,ა-ბ”, 12 ,,ვგ”, 16, 19, 28, 30, 32, 38, 40, 42, 44, 257, 259, 261, 263, 265, 269, 271, გიგანტის დასახლებისა და სადგურის ქ. 57-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე სოფ. ფონიჭალის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, კერძოდ: რაფავას, გაგრის, ილორის, ბაგრატის, ანჩაბაძის, ოჩამჩირის, ბედიისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა თელეთში მდებარე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზემო ფონიჭალაში – შპს “იბერია დისთილერი”, შპს “საბუდარა”, შპს “როუდ ბილდინგ გროუფ”, შპს "მეგობრობა”, შპს "ვასაძის პური”, შპს "ფორტ-როუზ ჯორჯიან”, შპს "ფარსა”, შპს ,,4 მ+”, ი/მ თამაზ წიქარიშვილი, შპს ,,ვილ-ბინ-დან საქართველო”, რუსთავის გზატკეცილზე – შპს “კლინტექ”, შპს “ემ მასტერ”, შპს ,,ჯი-ემ-პი საქვაბე”, შპს ,,ავზი-94”, წისქვილკომბინატი – შპს "GLASS WORK”, შპს ,,მულტი”, შპს ,,ელთა”, შპს "არჯევანი”, შპს "დრ. როდგერ კონტრაქტ ქლინინინგი”, შპს "ფი-ემ-ჯი”, კ/პ მამალაძე, შპს ,,თეთრი დათვი”, შპს "ნუტრიმაქსი”, მარნეულის ქუჩაზე – შპს ,,ემბავუდ ჯორჯია”, შპს "კალინა ჯორჯია”, შპს "არქიტრავი”, შპს "ბიზნეს-აკადემია”, შპს ,,მშენებელი 29”, ქ. თბილისის 29”, შპს ,საქართველოს მელიორაცია”, ი/მ კიკნაძე, შპს "ექსპერიმენტი”, ქ. თბილისის საჯარო სკოლა #127, #153, #218-ს, საბავშვო ბაგა-ბაღი #209 და მიმდებარედ არსებული მცირე, მსხვილი და კომუნალური ობიექტები.

თბილისი ენერჯის სპეციალისტები ადგილზე სრულად არიან მობილიზებულები. მიმდინარეობს ოპერატიული სარემონტო სამუშაოები მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების დროულად აღსადგენად.

სამუშაოები დღეს 15:00 საათისთვის დასრულდება. გაზის მიწოდების აღდგენა სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

კომენტარები