იაპონია

იაპონიის პრემიერმინისტრმა გადადგომა დააანონსა, ვინ შეიძლება შეცვალოს ის?

მას შემდეგ, რაც შინძო აბემ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავისი გადადგომის შესახებ დააანონსა, გაჩნდა კითხვა, თუ ვინ გაუძღვება აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკას. 

მოსალოდნელია, რომ მის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში მალე დანიშნავენ არჩევნებს, იმისათვის, რომ აირჩიონ პარტიის ახალი პრეზიდენტი, შემდეგ კი პარლამენტი ხმას მისცემს ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნას.

აბე და მისი ადმინისტრაცია მთავრობის სათავეში იქნებიან ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნამდე, თუმცა ახალ ცვლილებებს ვერ განახორციელებენ. პარტიის არჩევნებში გამარჯვებული იქნება პოსტზე მანამდე, სანამ აბეს ვადა არ დასრულდება ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში 2021 წლის სექტემბერში. 

პარტიის ახალი პრეზიდენტი დიდი ალბათობით პრემიერმინისტრიც გახდება, რადგან პარტიას პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობა აქვს. 

ჩვეულებრივ პარტიამ ახალი ლიდერის არჩევნების დანიშვნა ერთი თვით ადრე უნდა გამოაცხადოს, თუმცა უეცარი გადადგომის შემთხვევაში, საგანგებო ხმის მიცემა რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს. 

ამჟამად ფიქრობენ, რომ ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტის და შემდეგ, სავარაუდოდ, იაპონიის პრემიერმინისტრის თანამდებობას დაიკავებს ქვემოთ ჩამოთვლილ პირთაგან ერთ-ერთი:

ტარო ასო

ტარო ასო იაპონიის ფინანსთა მინისტრი და ვიცე პრემიერმინისტრია. ის აბეს ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. 

2008 წელს ასო აირჩიეს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად, შემდეგ კი - პრემიერად. ამის შემდგომ, 2009 წლის არჩევნებში ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნები წააგო და სამი წლით ოპოზიციაში გადავიდა. 

შიგერუ იშიბა

შიგერუ იშიბა ყოფილი თვადაცვის მინისტრია და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან აბეს კრიტიკოსი. ის პოპულარობით სარგებლობს ამომრჩევლებს შორის. გამოკითხვებით, მოსახლეობას სურს, რომ ის მომავალ პრემიერმინისტრად იხილოს, თუმცა იშიბა ნაკლებად პოპულარულია საკუთარი პარტიის დეპუტატებში

2012 წელს პარტიის პრეზიდენტის არჩევნებში მან აბე პირველ ტურში დაამარცხა, თუმცა მეორე ტურში, სადაც მხოლოდ პარლამენტარებს შეეძლოთ ხმის მიცემა, ის დამარცხდა. 2018 წელს გამოკითხვაში პარტიის ლიდერების შესახებ, იშიბა დიდად ჩამოუვარდებოდა აბეს

ფუმიო კიშიდა

ფუმიო კიშიდას 2012 წლიდან 2017 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. მას აბეს საქმიანობის გამგრძელებლად განიხლავდნენ, თუმცა ამომრჩევლებს შორის ის პოპულარული არ არის. 

ტარო კონო

თავდაცვის მინისტრმა, ტარო კონომ განათლება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო და ის საფუძვლიანად ფლობს ინგლისურ ენას. ადრე ის საგარეო საქმეთა მინისტრის და ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

იოშიჰიდე სუგა

სუგა ერთ-ერთია აბეს იმ მოკავშირეთაგან, ვინც მხარს უჭერდა 2012 წელს აბეს ხელახალ გაპრემიერებას. როდესაც აბემ თანამდებობა ხელახლა დაიკავა, მან სუგა ადმინისტრაციის მთავარ მდივნად, მთავრობის სპიკერად დანიშნა.

შინჯირო კოიზუმი

კოიზუმი ამჟამინდელი გარემოს დაცვის მინისტრია. იგი ყოფილი პრემიერმინისტრის, ჯონჩირო კოიზუმის შვილია. მას მომავალ პრემიერად განიხილავდნენ, მაგრამ იმასაც ფიქრობენ, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ის აბეს კონსერვატორულ შეხედულებებს იზიარებს.

ტოიშიმიცუ მოტეგი

ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, ტოიშიმიცუ მოტეგიმ განათლება ტოკიოსა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მიიღო. ის პირველად 1993 წელს აირჩიეს იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის. იმ დროს ის იმდროინდელი ოპოზიციური პარტიის იაპონიის ახალი პარტიის წევრი იყო, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას კი 1995 წელს შეუერთდა. 

კაცუნობუ კატო

ჯანდაცვის მინისტრი იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ყურადღების ცენტრში მოექცა. ის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია.

იასუტოში ნიშიმურა

ეკონომიკის მინისტრი, იასუტოში ნიშიმურა მიმდინარე პანდემიის პოლიტიკაზე წამყვან ფიგურად წარმოჩნდა.

სეიკო ნოდა

სეიკო ნოდას ნათქვამი აქვს, რომ სურს, იაპონიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი იყოს. ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და აბეს კრიტიკოსია

კომენტარები