ავღანეთი

ავღანეთში სტიქიის შედეგად 70-მდე ადამიანი გარდაიცვალა

Rahmat Gul / Associated Press

ჩრდილოეთ ავღანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 70-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 90 დაშავებული კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

მძიმე მდგომარეობაა ფარავნის პროვინციაში, დედაქალაქ ჩარიკარის დიდი ნაწილი დაზიანებულია, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. 

სამაშველო სამსახურები აგრძელებენ მუშაობას და ვარაუდობენ, რომ დაზარალებულთა რიცხვი ბევრად უფრო დიდია.

კომენტარები