სამთავრობო სუბსიდია

ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ

17 წლის ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამაზე პრემიერმინისტრი და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ. ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება. დახმარების ჩარიცხვა კი, 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება.

კომენტარები