ავარია შატილის გზაზე

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კანცელარიასთან აქცია გაიმართა

"საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი." – დუშეთში, შატილის გზაზე მომხდარ ტრაგიკულ ავტოავარიასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, მიაქციონ სათანადო ყურადღება ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოებას.

აქციის ორგანიზატორები არიან: ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, ურბანული ლაბორატორია და მოძრაობა ჩემი ქალაქი მკლავს.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 3.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები