ავარია შატილის გზაზე

რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე: მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით

რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, შატილის გზაზე დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმეა, თუმცა, როგორც რატიანი განმარტავს, დინამიკა დადებითია.

"ორ ქალბატონთან ჩატარდა ინტერვენციული ღონისძიებები, ანუ ლიკვიდირებული იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ რჩება მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მათ აქვთ ძალიან რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამასთან დაკავშირებით კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე ქალბატონს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს". – ამბობს რატიანი.

25 აგვისტოს, ლევან რატიანმა თქვა, რომ სამივე დაშავებულ პაციენტს გაუჩნდა სიცოცხლის ნიშნები - გუგის რეფლექსი.  

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3. 

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები