ავარია შატილის გზაზე

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს მთავრობა

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 აგვისტოს, საქართველოში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 3.

კომენტარები