კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში Covid 19 ოფიციალურად 23 მლნ-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 16 მლნ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა. აქედან გამოჯანმრთელდა 16 140 886 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 814 248.

კორონავირუსის აქტიური 6 732 137 შემთხვევიდან 1%-ის (61 714) ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია, დანარჩენი 6 670 423-ის კი - საშუალო ან მსუბუქი.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა – 5 890 659; გარდაიცვალა 180 761 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 მილიონზე მეტი. სწორედ ამერიკამ ჩაატარა კორონავირუსის დასადგენი ყველაზე მეტი ტესტი.

ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ს ბრაზილია მოსდევს, მესამე ადგილზე ინდოეთია.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 1421 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 1137 გამოჯანმრთელდა, 18 – გარდაიცვალა.

კომენტარები