რუსეთი-საქართველო

თურნავა: თუ რუსეთი ავიამიმოსვლის აღდგენას შემოგვთავაზებს, ორი კუთხით განვიხილავთ

დღემდე ჩვენთან რაიმე ოფიციალური წინადადება ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან არ შემოსულა. ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო რუსულმა მხარემ ამ შეზღუდვის გადახედვაზე. დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ, როდესაც რუსეთმა ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდით, რომ გადაწყვეტილებას რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა.

თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ უკვე არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების კუთხით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე. სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან რეგულარული ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება. აღსანიშნავია, რომ უკვე ხუთი თვეა, საქართველოს რეგულარული ფრენები თითქმის ყველა ქვეყანასთან შეწყვეტილი აქვს. გამონაკლისია მხოლოდ პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის აეროპორტები, სადაც აგვისტოდან კვირაში ორი ან ერთი ფრენა სრულდება.

კომენტარები