არჩევნები 2020

ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში ვერა ქობალიას კანდიდატურას განიხილავს

BPN

ტაბულას ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას კანდიდატურას განიხილავს. 

ზუგდიდის ოლქში ევროპული საქართველოდან კენჭს იყრის გიგი უგულავა. ენმ-მ ივლისის ბოლოს გამორიცხა თბილისის გარდა სხვა ოლქებში ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ დანარჩენ 22 ოლქში პარტია საკუთარ კანდიდატს წარადგენს. რის შემდეგაც, ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ ოპოზიციას ერთიან ნაციონალური მოძრაობისთვის  ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდასაერთო მაჟორიტარებზე და პარტიას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მისცა, თუმცა, პასუხი რომ ვერ მიიღო, ევროპულმა საქართველომ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

ტაბულა ცდილობს ვერა ქობალიასთან დაკავშირებას და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები