ისრაელი-პალესტინა

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის პოზიციები დაბომბა

AFP

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორში სამიზნეები დაბომბეს. მანამდე ამ ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელმა ჰამასი გააფრთხილა, რომ თუ თავდასხმებს არ შეწყვეტდა, ომის დაწყებას გარისკავდა.

ისრაელის არმიის განცხადების მიხედვით, დაიბომბა დაჯგუფება ჰამასის სამხედრო ბაზა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში გახშირდა ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტებით და სხვა ხელნაკეთი მოწყობილობებით თავდასხმა, რამაც რამდენიმე ხანძრის გაჩენა გამოიწვია. პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორის სანაპიროსთან თევზაობა აკრძალა და ქერემ შალომის გამშვები პუნქტი ჩაკეტა, საიდანაც ღაზის სექტორის ერთადერთ ელექტროსადგურს საწვავი მიეწოდებოდა. ტერიტორიის მოსახლეობას ახლა ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მიეწოდება.

"ჰამასმა უნდა იცოდეს, რომ ეს თამაში არ არის. დრო მოვა, როდესაც მათ მოუწევთ გადაწყვიტონ, თუ ომი სურთ, ომს მიიღებენ". – თქვა ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა.

დაპირისპირების შესაჩერებლად ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებებში ჩართულია ეგვიპტე.

კომენტარები