კორონავირუსი რუსეთში

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ალექსანდერ ნოვაკი
thestudycare.online

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს, ალექსანდერ ნოვაკს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინი ავრცელებს.

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ბლაგოვეშჩნსკში საუბრისას რუსეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ნოვაკი მასთან ერთად წამოვიდა, რათა შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა, თუმცა, ნოვაკი მოსკოვში წავიდა მანამ, სანამ მას ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდებოდა

"დაე, სრული გამოჯანმრთელება ვუსურვოთ მას." – თქვა მიხაილ მიშუსტინმა.

ნოვაკს ახალი კორონავირუსი ასიმპტომურად აქვს და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს. 

მანამდე, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინს, კულტურის მინისტრს ოლღა ლიბიმოვას, განათლების მინისტრს ვალერი ფალკოვს, მშენებლობის მინისტრს ვლადიმირ იაკუშევს, კრემლის სპიკერს დმიტრი პესკოვს. ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ. ცოტა ხნის წინ ახალი ვირუსი რუსეთის ვიცეპრემიერ იური ტრუტნევსაც დაუდასტურდა. 

მსოფლიოს მასშტაბით რუსეთი COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა. სულ ქვეყანაში დადასტურებულია ვირუსის 932 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 15 872 ადამიანი, ხოლო 742 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები