არჩევნები 2020

დეგნანი: მნიშვნელოვანია პროპორციული სიები, პარლამენტში ახალი პარტიები მათით შევლენ

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაჟორიტარული, არამედ პროპორციული სიები, ვინაიდან სწორედ მათი დახმარებით შევლენ პარლამენტში ახალი პარტიები, რაც საკანონმდებლო ორგანოს უფრო წარმომადგენლობითად აქცევს.

დღეს, 17 აგვისტოს, ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანმა თქვა:

[ფორმულას თარგმანი]

ეს არჩევნებია, არჩევნებისთვის დამახასიათებელია რიტორიკა სხვადასხვა პარტიის მხრიდან. მთავარი აქ არის ის, რომ ქართველ ამომრჩეველს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს არჩევნები არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტი. პარლამენტში შევიდეს მეტი პარტია, რომლებიც უკეთ წარმოადგენენ მოსახლეობის სხვადასხვა მოსაზრებას, იდეას თუ პრობლემას. რა თქმა უნდა, მაჟორიტარული სიები მნიშვნელოვანია, თუმცა, პროპორციული სიებიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სწორედ მათი დახმარებით შევლენ პარლამენტში ახალი, დამატებითი პარტიები, რაც საკანონმდებლო ორგანოს უფრო წარმომადგენლობითად აქცევს". – განაცხადა დეგნანმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ივნისში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, პარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდება: პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული სიით შევა, 30 - მაჟორიტარულით.

კომენტარები