აშშ-პოლონეთი

აშშ-მ და პოლონეთმა თავდაცვის თანამშრომლობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

BBC

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება გზას უკვალავს გერმანიიდან ამერიკის ჯარისკაცების გადაადგილებას პოლონეთში.

პოლონეთში საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ შაპუტივიეცმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეთანხმება "ისტორიული მნიშვნელობისაა" და ეს აგვირგვინებს "ძალისხმევას, რომ პოლონეთში უსაფრთხოება და მშვიდი განვითარება იყოს გარანტირებული".

"შეთანხმება მწვანე შუქს უნთებს პოლონეთში ახალი ხარისხის სტაბილური და თვალსაჩინო ამერიკული სამხედრო ჩართულობის დაწყებას." – დასძინა მან. 

შეთანხმება აშშ-ს ძალებს საშუალებას მისცემს, წვდომა ჰქონდეთ პოლონეთის დამატებით სამხედრო ობიექტებზე არსებული შესაძლებლობებისა და ობიექტების გასაძლიერებლად. შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს მექანიზმს პოლონეთში არსებული აშშ-ს ძალებისთვის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული ხარჯების გაზიარებისთვის.

აშშ-ს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული აქვს NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებთან – ბელგიასთან, უნგრეთთან და რუმინეთთან. 

პომპეო პოლონეთს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში ეწვია. 

29 ივლისს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ გერმანიიდან 11 800 ჯარისკაცს გამოიყვანს. აქედან 5 400 ჯარისკაცი ევროპის სხვა ქვეყნებში გადავა, ხოლო 6 400 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება.

პენტაგონში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გეგმა მილიარდობით აშშ დოლარი დაჯდება და მის განხორციელებას წლები დასჭირდება. 

მათივე განცხადებით, ჯარისკაცების გადაადგილება რამდენიმე თვეში დაიწყება და დიდი ალბათობით, საჰაერო და სახმელეთო ძალის სამხედროებს ისეთ ქვეყნებში გადაიყვანენ, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები უკვე არიან. 

15 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის გერმანიაში აშშ-ს სამხედროების რიცხვის 25 000-მდე შემცირებას აპირებს. 

ტრამპმა აღნიშნა, რომ გერმანია NATO-ს თავდაცვის ბიუჯეტში 1%-ს იხდის, მაშინ როდესაც 2%-ს უნდა იხდიდეს და 2%-ც ძალიან ცოტაა – "ამაზე მეტი უნდა იყოს".

ივნისში აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ადმინისტრაციიდან აღნიშნა, რომ 9 500 ჯარისკაცს სხვა ადგილას გადაიყვანენ – ზოგს პოლონეთში, ნაწილს – სხვა მოკავშირე ქვეყნებში, ზოგი კი შინ დაბრუნდება. 

ივნისში პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ვაშინგტონს ეწვია და ტრამპს შეხვდა. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ამერიკელ ჯარისკაცთა ნაწილი, შესაძლოა, პოლონეთში გაგზავნონ.

------

შეგახსენებთ, რომ 2019 წელის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი NATO-სთვის დაფინანსების შემცირებას აპირებს. ის სხვა წევრ ქვეყნებს კონტრიბუციის გაზრდისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რათა მათ თავდაცვის ბიუჯეტი NATO-ს მიერ განსაზღვრულ 2%-მდე გაზარდონ.

2019 წლის ნოემბერში გერმანიის თავდაცვის მინსტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უთხრა, რომ 2031 წლამდე გერმანია NATO-ში სამიზნე 2%-იან კონტრიბუციას მიაღწევს:

"2024 წლამდე ჩვენ უნდა დავხარჯოთ [მშპ-ის] 1.5% და საბოლოოდ, 2031 წლამდე 2%".

ამჟამად NATO-ს წევრი, მხოლოდ, 7 ქვეყანა აკმაყოფილებს თავდაცვის სამიზნე მინიმალურ 2%-იან კონტრიბუციას. ეს ქვეყნებია: აშშ, ბრიტანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ჯამში, ყველა ევროპული ქვეყანა ალიანსში თავდაცვისთვის ხარჯავს 1.51%-ს.

გერმანიას ევროპასა და NATO-ში აშშ-ს შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. გერმანია ამჟამად NATO-ში მშპ-ის 1.23%-ს ხარჯავს, რაც დაახლოებით 50 მილიარდი აშშ დოლარია.

2018 წლის ივლისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებიც თავიანთი თავდაცვისთვის NATO-ში საკმარის თანხას არ ხარჯავდნენ:

"გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა, მშპ-ს მხოლოდ 1%-ს იხდის. უნდა დაიწყოთ ფულის გადახდა. აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს".

ამას გარდა, მან განაცხადა, რომ რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული და გერმანია რუსეთის მძევალია.

"რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ". – მიმართა ტრამპმა სტოლტენბერგს.

5 ივნისს სენატში რუსული გაზსადენის Nord Stream-ისთვის სანქციების ახალი პროექტი დაარეგისტრირეს.

ახალი ვერსიით, გასული წლის დეკემბერში დაწესებული სანქციები მილსადენის მშენებლობის ყველა ეტაპს და პროექტის დაზღვევაში მომუშავე ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხება.

კომენტარები