აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში (Truth Social) განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.
"პოლონეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევნების საფუძველზე, რომლის მხარდაჭერითაც ვამაყობდი, ასევე მასთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 ჯარისკაცს გაგზავნის. გმადლობთ ყურადღებისთვის!“ - წერს დონალდ ტრამპი.
პოლონეთში ამჟამად დაახლოებით 10 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, რომელთა უდიდესი ნაწილი ქვეყანაში როტაციის პრინციპით იმყოფება





