კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

დღეს, 13 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1283 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1068 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები