კორონავირუსი რუსეთში

რუსეთის ვიცეპრემიერს COVID-19 დაუდასტურდა

იური ტრუტნევი
TASS

რუსეთის ვიცეპრემიერ იური ტრუტნევს COVID-19 დაუდასტურდა. იგი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

პუტინის თქმით, 11 ივლისს რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა

Reuters-ი წერს, რომ რუსული ვაქცინის კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.

მსოფლიოს მასშტაბით რუსეთი COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა. სულ ქვეყანაში დადასტურებულია ვირუსის 902 701 შემთხვევა, გარდაცვლილია 15 260 ადამიანი, ხოლო 710 298 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები