ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გარკვეულწილად ყალიბდება ერთი კლასტერი, რომელიც ლარსის საბაჟოსთანაა კავშირში

იმედი

"დღეს, ასევე, გარკვეულწილად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული". – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

მისივე ცნობით, ლარსის საბაჟოზე ახალი კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა, პირების დაინფიცირების პირველწყარო კი "დაახლოებით" ცნობილია. ამ დროისთვის ადგილზე კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, რათა ეპიდაფეთქება სწრაფად ლოკალიზდეს.

დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1264 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1054 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები