არჩევნები 2020

ჩხარტიშვილი: ივანიშვილის რეჟიმმა ჩემი საბანკო ანგარიშები დააყადაღა

ლაშა ჩხარტიშვილი

ლეიბორისტული პარტიის წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ჩხარტიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"ივანიშვილის რეჟიმმა ჩემი საბანკო ანგარიშები ასევე დააყადაღა. მართალია, მაჟორიტარად არ წარვუდგენივართ, მაგრამ აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის შეფერხების მიზნით, ისედაც რეკორდულ სანქციებს (არასრულ ერთ წელიწადში, 3 პოლიტდაკავება-პატიმრობა, ჯამურად 7000 ლარამდე ჯარიმა და დღემდე არ შეწყვეტილი სისხლის სამართლის პოლიტსაქმე) ახლა უკვე, ჩემი 500 ლარიანი ხელფასის დაყადაღებაც დაემატა... ბუნებრივია, ბრძოლას ვაგრძელებ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით". – წერს ჩხარტიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 10 აგვისტოს, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს და გირჩის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა.

კომენტარები