საბერძნეთი

საბერძნეთში წყალდიდობას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

GETTY IMAGES

საბერძნეთში წყალდიდობას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა შორისაა 8 თვის ბავშვი.

ძლიერი წვიმის შედეგად საბერძნეთის კუნძული ევბეა დაიტბორა. დაზიანებული და დატბორილია ასობით სახლი. ევბეას დასავლეთ ნაწილში ჩაიკეტა გზები. დატბორილი გზები სტიქიით დაზარალებულ ადგილებამდე მაშველების მისვლას ართულებს.

სტიქიასთან საბრძოლველად 100 მეხანძრე, ორი ვერტმფრენი და სანაპირო დაცვის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ძლიერი წვიმები შტორმ თალიას მიერაა გამოწვეული. ექსპერტები 24 საათის განმავლობაში 64მმ რაოდენობის ნალექს ელოდებოდნენ, თუმცა ნალექების რაოდენობამ 320მმ-ს მიაღწია.

კომენტარები