ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე მესტიაზე: მნიშვნელოვანია, გავლილი იყოს ორი საკარანტინე პერიოდი, რაც 28 დღეა

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 დღე ჩაიკეტება. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, თუ რამდენი ხანი შენარჩუნდება მუნიციპალიტეტში დაწესებული შეზღუდვები, მოიხსნება დადგენილ ვადამდე ადრე, თუ ძალაში დარჩება 28 საკარანტინო დღე, დამოკიდებულია ეპიდემიოლოგების დასკვნებზე.

"რაც შეეხება საკარანტინო პერიოდს, ისევე, როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავს აფეთქებას ჰქონდა ადგილი, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინე პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს.

ამ ეტაპისთვის, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ის რაც მსოფლიო გაიდლაინებით ვალდებულება არის 28 დღეა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, თუ რა დასკვნებს გამოიტანენ ეპიდემიოლოგები, იქნება დამატებით მიღებული გადაწყვეტილება, შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინე დღედ". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

დღეს, 10 აგვისტოს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 250 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1 010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

რა შეზღუდვები წესდება მესტიაში სრულად ნახეთ აქ.

კომენტარები