ავარია

მახინჯაურში მანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, გარდაცვლილია ერთი ოჯახის 3 წევრი

flickr

მახინჯაურში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 6 ადამიანს დაეჯახა. გარდაიცვალა 3 ადამიანი, 3 კი დაშავდა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მძღოლი დაკავებულია. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები