ცაგერი

ცაგერში, სოფელ ჭალისთავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალისთავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს, მოხდა.

უწყების ცნობით, 2 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, გარდაცვლილია ერთერთი მანქანის მძღოლი. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები