აგვისტოს ომი

კალაძე: უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს, გუნდს, უბედურება ქვეყანას ვერ აარიდეს

12 წელი გავიდა იმ საშინელი დღეებიდან, რასაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, ოკუპაცია. ესაა ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ არასდროს შევეგუებით ამას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვებრძოლოთ ოკუპაციას, უნდა ვებრძოლოთ განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.

მე მგონი, ომი საქართველომ დაიწყო, არავის უთქვამს. ვიმეორებ, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

კომენტარები