კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში Covid 19 ოფიციალურად 19 მლნ-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 12 მლნ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა. აქედან გამოჯანმრთელდა 12 388 054 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 718 365.

კორონავირუსის აქტიური 6 189 529 შემთხვევიდან 1%-ის (65 258) ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია, დანარჩენი 6 124 271-ის კი - საშუალო ან მსუბუქი.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა – 5 033 723; გარდაიცვალა 162 836 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2.5 მილიონზე მეტი. სწორედ ამერიკამ ჩაატარა კორონავირუსის დასადგენი ყველაზე მეტი ტესტი.

ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ს ბრაზილია მოსდევს, მესამე ადგილზე ინდოეთია.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 1213 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 994 გამოჯანმრთელდა, 17 – გარდაიცვალა.

კომენტარები