არჩევნები 2020

ვაშაძე: კარგი იქნებოდა საერთო კანდიდატები რეგიონებში, თუმცა ცხოვრებას თავისი რეალობები აქვს

პირველი არხი

"კარგი იქნებოდა ერთიანი კანდიდატები რეგიონებში, მაგრამ რას იზამ ცხოვრება არის და ცხოვრებას თავისი რეალობები მოაქვს". – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე ვაკანსია შესავსები, ამიტომ ნაწილ-ნაწილ არ ასახელებენ მაჟორიტარობის კანდიდატებს.

"როგორც კი სამდივნო მთლიანად შეადგენს ამ სიას და პოლიტსაბჭო დაამტკიცებს, მაშინვე გავასაჯაროებთ. ჩვენ ველოდეთ, როდის იქნებოდა თბილისში შევსებული ორი ვაკანსია ერთიანი კანდიდატებით. დღეს უკვე 7 აგვისტოა და ჯერ კიდევ ველოდებით. ასე ლოდინის რეჟიმში ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ვერ იქნება". – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს დააყენებს. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი ეყოლება.

28 ივლისს ბოკერიამ თქვა, რომ ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა. მან საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს წინადადება ძალაში კიდევ რამდენიმე დღეს იქნება, რადგან "დრო ძალიან ცოტაა". თუმცა, ნაციონალურ მოძრაობას აზრი არ შეუცვლია, რის შედეგად როპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები