ჭავჭავაძის გამზირი

POSTV ჭავჭავაძის გამზირის პარალიზებას ადეიშვილს უკავშირებს

POSTV ილია ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილ საცობს ზურაბ ადეიშვილს უკავშირებს. სამთავრობო მედია მომხმარებელს სთავაზობს მასალას, სადაც ნათქვამია, რომ ადეიშვილმა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს ჭავჭავაძის გაზირზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება დაავალა - მასალა Facebook-ის ერთ-ერთი მომხმრებლის სტატუსს ეყრდნობა (რომელიც დადგინდა, რომ ყალბია).

"ვინც მიცნობთ, იცით, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ და პოსტებსაც თითქმის იშვიათად ვწერ და ვაქვეყნებ, მაგრამ სამშაბათს ჩემ მიერ ნანახმა და გაგონილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თუ ამდენი ტვინნაღრძობი და სახედაკარგული ადამიანი არსებობდა, მართლა არ მეგონა.

გუშინ, 4 აგვისტოს, დაახლოებით 2-ის ნახევარზე, ჩემს გოგონასთან ერთად მოსკოვის ქუჩაზე მდებარე იტალიურ კაფე "ბუფფალინოში" შევედით და პიცა შევუკვეთეთ. ჩვენ გვერდით მაგიდასთან მჯდომი ორი პიროვნება ქართულად, საკმაოდ ხმამაღლა და ემოციურად საუბრობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ეუბნება მეორეს: "არა ძმაო, რა, მართლა მოზგი და შენ**ეულია ზურა!" – "ვინ ზურა?" - ეკითხება მეორე, - "ადეიშვილი, ბიჭო, ხომ იცი, რა მოიფიქრა? ჩვენს აქტივს თბილისში დაავალა ჭავჭავაძეზე ხშირად იმოძრაონ მანქანებით და ყოველდღე 2-3 მანქანა ვითომ უნდა გაგიფუჭდეთ და მოძრაობა გაჭედოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხის უკმაყოფილება მოჰყვესო." თან, ამას ეს პიროვნება ისე სიამოვნებით და როლში შესული უხსნიდა მეორეს, რომ მივხვდვი, ჩვენ, ქართველებს, ვერ მიგვამსგავსეს.

სამაგიეროდ,- ერთ-ერთი მათგანი მე ვიცანი, იგი ქართველი გენერალი, გიგი კალანდაძე, იყო (მეორეს არ ვიცნობდი). შევძელი და ორივეს ტელეფონით რამდენიმე სურათი გადავუღე. კაფედან მე და ჩემი შვილი მალევე გამოვედით და ცხოვრებაში პირველად, გამიხარდა, რომ ჩემმა შვილმა ქართული არ იცოდა. წუხელ „ფეისბუქს“ თვალი გადავავლე, ბევრი იწერება, „რა გვეშველება, რამხელა საცობში ვართო"... საცობში კი არა, ჭავჭავაძეზე "გაფუჭებულ" მანქანებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სალონებში ეგებ მიშას პორტრეტი ან ცოცხი იპოვოთ..." – წერს Facebook გვერდი.


ფოტო: Davit Gelashvili

თუმცა, Facebook მომხმარებელი, რომლის ინფორმაციასაც სამთავრობო მედია ეყრდნობა, ყალბი გვერდია. ამის შესახებ პლატფორმა "ვინ ვინ არის" წერს.

კომენტარები