ფოთი

ფოთში, მდინარე რიონში, ახალგაზრდა ქალს მეორე დღეა ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ფოთში, მდინარე რიონში, ახალგაზრდა ქალს მეორე დღეა ეძებენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 4 აგვისტოს, ღამე, შეტყობინება შევიდა, რომ ახალგზრა ქალი ხიდიდან მდინარეში გადახტა.  

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს. საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობას დრონის საშუალებით ათვალიერებენ.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები