კინოსტუდია Disney-ს გადაწყვეტილებით მულანის პრემიერა ონლაინ შედგება.
საკულტო მულტფილმის მხატვრული რიმეიქი პლატფორმაზე Disney+ ხელმისაწვდომი 4 სექტემბერს იქნება. აშშ-ს, კანადის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის მომხმარებელი ბლოკბასტერს 29.99$-ად შეიძენს.
მულანის პრემიერა თავდაპირველად 26 მარტს იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩვენების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო.