არჩევნები 2020

ევროპული საქართველო დღეს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

ევროპული საქართველო დღეს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატების წარდგენა 9 აპრილის ბაღში 12:00 საათზე დაიწყება.

ოპოზიციამ თბილისის ექვს რეგიონში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს აყენებს. ევროპულმა საქართველომ მოუწოდა კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, "გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში".

პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ამომრჩევლის უპირობო მოთხოვნაა "ოპოზიცია შეჯერდეს მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში - ყველგან".

28 ივლისს ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა. მან საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს წინადადება ძალაში კიდევ რამდენიმე დღეს იქნება, რადგან "დრო ძალიან ცოტაა".

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, მანდატები კი ასე გადანაწილდება: 120 მანდატი - პროპორციული სიით, 30 მანდატი - მაჟორიტარულით.

კომენტარები