აშშ-სირია

აშშ-მ სირიას დამატებითი სანქციები დაუწესა

Reuters

აშშ-მ სირიას ახალი სანქციები დაუწესა, რომლის მიზანია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისთვის დაფინანსების შეწყვეტა.

სანქციები დაუწესდა 4 პირს და 10 ორგანიზაციას, მათ შორისაა ასადის შვილი ჰაფეზ ასადი და სირიის არმიის დანაყოფი.

"ამას მომავალში უფრო მეტი სანქციები მოჰყვება, რათა გავაგრძელოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა და ასადის რეჟიმმა ვერ მიიღოს ის რესურსები, რასაც ის სირიელი ხალხის წინააღმდეგ ომში იყენებს". - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ვაშინგტონში იმუქრებიან, რომ შავ სიაში შევა ყველა კომპანია თუ პირი, რომელიც აშშ-ს სანქციების ქვეშ მყოფ პირებთან თუ ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს.

სირიას უკვე აქვს დაწესებული სანქციები აშშ-ს და ევროკავშირის მიერ. ასობით კომპანიას თუ პირს ანგარიშები აქვს გაყინული. აშშ კრძალავს სირიაში ამერიკიდან ექსპორტს და ინვესტირებას, ასევე ნავთობთან და სხვა ენერგორესურსებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს.

კომენტარები