კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით საქართველოში მე-17 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. მის მდგომარეობას ექიმები "ძალიან მძიმედ" აფასებდნენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1155-ია. აქედან გამოჯანმრთელდა 929 ადამიანი.

კომენტარები