მადონა

INSTAGRAM-მა მადონას პოსტი COVID-19-ზე დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დააცენზურა

Instagram-მა მადონას მიერ გამოქვეყნებული ვიდეო Covid-19-ზე დეზინფორმაციისა და კონსპირაციის თეორიის გავრცელების გამო დააცენზურა.

მადონა ვიდეოში წარმოთქმულ მტკიცებას იზიარებდა, რომ კორონავირუსის ვაქცინა უკვე შექმნილია, თუმცა მას მდიდრები მალავენ, რათა უფრო მდიდრები გახდნენ.

სოციალურმა ქსელმა პოპის დედოფლის პოსტი "ყალბ ინფორმაციად" მონიშნა.

მოგვიანებით ვიდეო მადონას Instagram-დან წაიშალა, თუმცა მანამდე მას ცნობილმა მომღერალმა, ანე ლენოქსმა დაუკომენტარა.

"ეს სიგიჟეა. არ მჯერა, რომ ასეთ საშიშ რამეს ავრცელებ. იმედი მაქვს, რომ შენი გვერდი გატეხეს და ამას აუცილებლად ახსნი." – წერს ლენოქსი.

მადონას Instagram-ზე 15 მილიონი გამომწერი ჰყავს.

კომენტარები