სიყვარული კორონას დროს

სიყვარული კორონას დროს - ახალი მინისერიალის ტრეილერი

სატელევიზიო არხმა Freeform-მა ახალი მინისერიალის Love In The Time of Corona-ს ტრეილერი გამოაქვეყნა.

სათაური გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი რომანის, "სიყვარული ჟამიანობის დროს", გადათამაშებაა. მინისერიალის გმირები შეყვარებული წყვილები არიან, რომლებიც ვირუსის პანდემიის ფონზე ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას.

ოთხსერიიანი მინისერიალი მაყურებლისთვის 22 აგვისტოს იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები