NDI-ის კვლევა

NDI: 29% თვლის, რომ საქართველოში კორონავირუსზე დეზინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 29% თვლის, რომ საქართველოში კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციას სხვადასხვა უცხო ქვეყანა შეგნებულად ავრცელებს. ამ მოსაზრებას მოსახლეობის 35% არ ეთანხმება. 

33%-ის აზრით, კორონავირუსზე დეზინფორმაციას რუსეთი ავრცელებს, 27%-ის აზრით სომხეთი, 11% კი თვლის, რომ ცრუ ინფორმაცია ჩინეთიდან ვრცელდება. 

ფოტო: ndi.org

კვლევისთვის ყველა ინტერვიუ 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.

კომენტარები