კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 1 ლილოდან არის, 1 კი - გაჩიანიდან

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის - გაჩიანი, ერთი დაავადებულთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, ოთხი შემთხვევა კი - შემოტანილია.

ეზუგბაიას თქმით, ოთხი შემოტანილი შემთხვევიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია.  

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 41 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ეზუგბაიას თქმით, ისინი დღეს საშუალო სიმძიმის პაციენტებად განიხილებიან. ექიმის ინფორმაციით, პაციენტებიდან უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და მსუბუქია. 

დღეს, 28 ივლისს, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 145 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 927 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები